ჩოქელა – ერთ-ერთი სრულყოფილი მტაცებელი ჩოქელა მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული. მისი 9 ოჯახი და 2200-მდე სახეობა არსებობს. წინა ფეხების განსაკუთრებული პოზიციის გამო მას "მლოცველი” უწოდეს. ბიოლოგიურად ყველაზე ახლოს ის ტერმიტებთან და ტარაკნებთან დგას. ჩოქელა სანადიროდ იყენებს წინა ფეხებს, რომლებიც კბილანებითაა აღჭურვილი. ამასთან ეს კბილანები მიმართულია შიგნითკენ. შესაბამისად, როცა ჩოქელა მსხვეპლს მოიგდებს, მისგან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელი ხდება. ჩოქელა ძირითადად ყვითელი ან მწვანე ფერისაა. მას კამუფლაჟის საოცარი თვისება აქვს. შეუძლია დაემსგავსოს ფოთოლს, ტოტს, კვირტს, ყვავილს, ხავსს და ა.შ. ჩოქელას თვალები შედგება 10 000 თვალაკისგან, რაც მსხვეპლის შემჩნევას უიოლებს. თავის ამოძრავება 300 გრადუსით შეუძლია. ისინი გაუმაძღარი მტაცებლები არიან, საკვებად თითქმის ყველაფერს ეტანებიან: ხვლიკებს, ბაყაყებს, ჩიტებს, მომცრო გველებს, კუებს და ზოგჯერ მღრღნელებსაც კი. ხანდახან ერთმანეთის შეჭმაზეც არ ამბობენ უარს. ისინი საოცარი სისწრაფით იჭერენ მსხვერპლს და მაშინვე პირზე არსებული უამრავი საცეცის საშუალებით მის დაგემოვნებას იწყებენ. მსხვერპლი ამ დროს საშინელ ტანჯვას განიცდის: მას ხომ ცოცხლად მიირთმევენ :evil: მამრი ჩოქელები მხოლოდ ერთხელ ახერხებენ სექსუალური სიამოვნების მიღებას: მდედრები განაყოფიერების შემდეგ მამრებს ჭამენ. ჩოქელა მოხსენიებულია ჩინურ პოემებში. კუნგ-ფუში ჩოქელას სტილიც არსებობს. აფრიკული ტომები "სანი” და "ხოი” მას ღმერთად მიიჩნევენ.
|