იხვნისკარტა (Ornithorhynchus anatinus), ძუძუმწოვარი ცხოველი ერთგასავლიანების ქვეკლასისა. მისი სიგრძე 45 სმ აღწევს. აქვს გაბრტყელებული სხეული, მოკლე ფეხები, საცურაო აპკით გაერთიანებული თითები, გრძელი და ბრტყელი რქოვანი ნისკარტი. სხეული შემოსილია უხეში ფაცახით, რომლის ქვეშ ნაზი თივთიკია. ფერად მუქი მურაა. იკვებება ნაირგვარი ცხოველებით. გავრცელებულია ავსტრალიასა და ტასმანიაზე. კარგად ცურავს და ყვინთავს. ბინადრობს სოროში. მრავლდება წელიწადში ერთხელ, დებს 1-2 კვერცხს. ნაშიერს კვებავს რძით.ეს უნიკალური არსებები ბინადრობენ აღმოსავლეთ ავსტრალიაში . ცხოვრობენ მდინარის ნაპირთან ახლოს სოროებში, სადაც დღის განმავლობაში ისვენებენ. ისინი აქტიურობენ დაღამებიდან გათენებამდე რამდენიმე საათის განმავლობაში. არიან საუკეთესო მოცურავეები და მყვინთავები. იკვებებიან ჭიებით, კრევეტებითა და მატლებით. იხვნისკარტას შეუძლია ერთ ღამეში შეჭამოს თავისი წონა საკვები.
და მაინც რა არის განსაკუთრებული ამ არსებაში ? მას აქვს მღრღნელისმაგვარი ტანი და კუდი , იხვის ნისკარტი , მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მამალი იხვნისკარტა არის შხამიანი. მას შეუძლია ძალიან ძლიერი ტოქსინის გამოყოფა, რითაც თავს იცავს მტაცებლებისგან. ეს შხამი არის საკმარისად ძლიერი , რომ მოკლას ძაღლი და მიაყენოს მტანჯველი ტკივილი ადამიანს.მამალი იხვნისკარტა ზომით დედალზე გაცილებით დიდია. შეჯვარება ხდება წელიწადში ერთხელ : ჩრდილოეთ ნაწილში ივნისში , ხოლო სამხრეთ ნაწილში – ოქტომბერში. დედალი "მუცელში ინახავს” შვილს როგორც ყველა ძუძუმწოვარი და დებს 2-4 კვერცხს , როგორც ფრინველი.
|