ცხოველთა სამყარო
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ჩემი სტატიები [16]
თქვენი სტატიები [1]
ძებნა
საათი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
ონლაინშია სულ: 5
სტუმრებიდან: 5
მომხმარებლებიდან: 0
მომხმარებლები
სტუმრები
მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

კუს არჩევა და მოვლა
კუს შეძენის წინ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ როგორ ცხოვრობენ კუები, რითი იკვებებიან და როგორ მოუაროთ მას. ამ ყველაფრის წინასწარ ცოდნის გარეშე კუს ვაყენებთ დაავადების რისკვის ქვეშ. 
წინასწარ უნდა გამოვყოთ ასევე ადგილი, სადაც შემდგომში იცხოვრებს კუ ან შევიძინოთ ტერარიუმი.
უნჯობესია თავიდან შევიძინოთ ერთი კუ და მხოლოდ შემდეგ მივუყვანოთ მას მეგობრები. ერთდროულად რამდენიმეს შეძენის შემთხვევაში შესაძლებელია ჩვენ ვერ გავართვათ თავი მათ მოვლას.
თუ აქამდე კუ არ გყოლიათ უმჯობესია აირჩიოთ გავრცელებული სახეობები: წითელურა ან შეააზიური კუ. ისინი უფრო გამძლეები არიან და ნაკლებ პრობლემებს ქმნიან, ვიდრე კუს ეგზოტიკური სახეობები. არ ღირს გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების შეძენა, თუ მათ გამრავლებას არ აპირებთ.
კუს ყიდვა სასურველია გაზაფხულის ბოლოდან შემოდგონის დაწყებამდე პერიოდი.ზამთარში შესაძლებელია ყიდდნენ ავადმყოფ კუს ან გზაში გადაყვანისას გაგვიცივდეს.
უნდა ვიცოდეთ, რომ ჯანმრთელი კუ აქტიურია, არ აქვს გამონადენი ცხვირიდან და თვალებიდან. თვალები ღია აქვს, არ სუნთქავს პირით და რეაგირებს ადამიანებზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ არ იყოს სალმონელოზით დაავადებული, რადგან ის გადაეცემა ადამიანსაც.
რომელი კუს შეძენაა უკეთესი? წყლის თუ ხმელეთის?
 
ხმელეთის კუს პლიუსები:
ხმელეთის ტრანსპორტით გადაადგილების დროს მათი თან წაყვანა შეიძლება ყუთით ან სულაც შესაძლებელია დაუტოვოთ ახლობელს მოსავლელად.
მათი კვება უფრო ადვილია და იაფიც ჯდება. შეგვიძლია მივცეთ ბოსტნეული ან ხილი.
ითვლება, რომ ხმელეთის კუ ნაკლებად აგრესიულია ვიდრე წყლის. ჩვეულებრივ ასეა, მაგრამ არა ყოველთვის.
ტერარიუმის დასუფთავება ბევრად ადვილია, ვიდრე წყლის გამოცვლა ან ფილტრის გაწმენდა.
მინუსები: 
ხმელეთის კუს უმრავლესობა წითელ წიგნშია შეტანილი.
სხვა ქვეყანაში გადაფრენისას პაქტიკულად შეუძლებელია მისთვის საბუთების გაკეთება.
 
ზღვის კუს პლიუსები:
ისინი უფრო ლამაზები და აქტიურები არიან, ვიდრე ხმელეთის.
მათი შეძენა ადვილი და იაფია, და ეს არ აყენებს ბუნებას ზიანს.
წყლის (განსაკუთრებით წითელყურა) კუები უვლიან ერთმანეთს.
წყლის კუს უფრო მეტი სახეობა არსებობს, ამიტომ ადვილია იაფად შვიძინთ ისეთი კუ, როგრიც სხვებს არ ყავთ.
კუს დაბანა, გასეირნება, კუს სამგზავროდ წაყვანა
კუს შეძენის შემდეგ მასთან ხშირად გვექნება ფიზიკური კონტაქტი. მოგვიწევს მისი დაბანა, გასეირნება, კვება, ფრჩხლების დაჭრა. საჭიროა ყველაფერში დავიცვათ ზომიერება.
აუცილებელია კუ სწორედ დავიჭიროთ, რადგან მისი უმრავლესობა იკბინება, იკაწრება. კუ უნდა დაუჭიროთ ჩვენგან მოშორებით, ნიჟარის უკანა მხარეზე ზემოდან ქვემოთ მიმართული. არავითარ შემთხვევაში არ დავაყენოთ კუ წყლის ნაკადის ქვეშ. უნდა ვადევნოთ თვალი, რომ კუს ნესტოები არ აღმოჩნდნენ წყალქვეშ. ნახევარი საათის შემდეგ ის ამოგვყავ და ვამშრალებთ რბილი პირსახოცით. დაუშვებელია ახალდაბანილი გავიყვანოთ გარეთ. ხმელეთის კუს დაბანისას ჩვეულებრივ არ იყენებენ ქიმიურ ნივთიერებებს.
ხმელეთის კუ უნდა ვაბანავოთ კვირაში ერთხელ ან ორჯერ თბილ წყალში (30-35 გრადუსი) ნახევარი საათის განმავლობაში. წყალი უნდა სწვდებოდეს კუს კისერს. ტროპიკულები უფრო ხშიარად, ვიდრე შუააზიური ან ეგვიპტური კუ. ახალგაზრდები (1-2 წლის) საჭიროა ვაბანავოთ 2-3-ჯერ კვირაში. ზრდასრულებს შევასხუროთ ყოველ დღე ცოტა წყალი.
ზრდის პერიოდში კუს შეიძლება გაუჩნდეს დალურჯებები. ამ დროს შეგვიძლია წავუსვათ რეპტილიების სპეციალური კრემი. დალურჯება არ უნდა აგვერიოს სოკოში, რაც ხშირად აწუხებთ კუებს. სოკოს საწინააღმდეგოდაც უნდა გამოვიყენოთ სოკოს სპეციალური კრემი. სხვა საშუალებების გამოყენება დაუშვებელია.
ჯანმრთელი კუ უვლის თავს. ჭამის შემდეგ წინა თათით იცილებელ საკვების ნარჩენებს პირიდან. მაგრამ ხშირად საკვები ეკრობა პირის მიდამოებს, ამიტომ დაბანისას პირთან ფრთხილად უნდა მოვბანოთ. თუ კუ თავს ბანს, შეგვიძლია დავუღუტუნოთ კუდის მიდამოებში და ის დაიწყებს თავის გამოყოფას.
ჩვეულებრივ ფრჩხილებს კუ იცილებს თვითონ, მაგრამ თუ მას აწუხებს ვიტამინის ან კალციუმის ნაკლებოდა, მაშინ ისინი იზრდებიან სწრაფად და საჭიროა მათი მოჭრა.
წყლის კუსთვის ეს პროცედურა საჭირო არაა. ფრჩხილების დახმარებით ისინი ანაწევრებენ საკვებს, ხოლო მდედრი წყლის კუსთვის ის მეორე, სქესის განმსაზღვრელი ნიშანია.
მათი დაჭრა მაშინაა საჭირო თუ ხელს უშლის კუს გადაადგილებაში.
კუს გასეირნება შესაძლებელია მზიან ამინდში. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ბალახიანი ადგილები, თუმცა თვალი არ უნდა მოვაშოროთ, რომ არ გაიპაროს ან არ გაიტაცონ ძაღლებმა ან ფრინველებმა. კუ დაუშვებელია მოვათავსოთ ყუთში ან ტაშტში და დავდგატმ ზიან ადგილას, მას აუცილებლად უნდა შეეძლოს ჩრდილში გადასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში გადახურდება.
რომ არ დავკარგოთ კუ, ამისთვის შეგვიძლია მივაბათ მას ბუშტი ან ლენტი, მაგრამ ამისთვის არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ სკოჩი.
კუს გასეირნება საჭიროა ნახევარი საათით.
მგზავრობისათვის ზაფხულში შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი ნახერხიანი კონტეინერი. მასში მგზავრობა შესაძლებელია 2 დღის განმავლობაში. +20 გრადუსზე ქვემოთ ტემპერატურისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ კუ იყოს თბილად. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ არანაირი ნაჭრები, ბეწვეული არ გაათბობს კუს.
წყლის კუს გადაყვანა შესაძლებელია პატარა წყლიანი კონტეინერით, ან სველი პირსახოცით. 1-2 დღე უწყლოთაც შეუძლია გაძლება.
დიდ მანძილზე მგზავრობისას უნდა შევარჩიოთ დიდი ყუთი, ვენტილაციით და მსხვილი ნახერხით. მგზავრობამდე კარგად უნდა შევისწავლოთ მისი ჯანმრთელობა.

კუს არჩევა

არის რამოდენიმე ნიუანსი, რომელსაც კუს არჩევის დროს უნდა დააკვირდეთ. პირველ რიგში კუ უნდა იყოს აქტიური და არ უნდა ხშირად ხუჭავდეს თვალებს. ეგზორიკური კუების უმეტესობა, რომელსაც ზოომაღაზიებში ყიდიან, ხშირად არიან დაავადებული თვალების ინფექციით. ასევე არ უნდა ჰქონდეს გაბზარული ბაქანი. ასევე ყურადღება მიაქციეთ, რა პირობებში ჰყავთ კუები (წყალი უნდა იყოს სუფთა, გამჭირვალე).

კუს მოვლა

დავუშვათ, აარჩიეთ კუ და მოიყვანეთ სახლში. როგორ აკვარიუმში უნდა გაუშვათ ის? უფრო სწორედ აკვარიუმში კი არა, არამედ აკვატერარიუმში. კუს აკვატერარიუმი მკვეთრად განსხვავდება თევზების აკვარიუმისგან. ის აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი წყლის გამათბობლით რეგულატორით, წყლის ფილტრით, რომელიც წყალს ორგანული ნარჩენებისგან გაასუფთავებს. წყლის ტემპერატურის კონტროლისთვის საჭიროა თერმომეტრი. 
პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის, რომ ზღვის კუებისგან განსხვავებით, მტკანრი წყლის კუები როგორც წყლის, ასევე ხმელეთის არსებები არიან, ამიტომ მათ აუცილებლად სჭირდებათ წყლიდან ამოსვლის შესაძლებლობა. როგორც ვარიანტი შეგვიძლია ჩავალაგოთ ერთმანეთზე დაწყობილი დიდი ლოდები, ან უბრალოდ კენჭებისგან გავაკეთოთ ამოსასვლელი. წყლის დონე დაახლოებით 10 სანტიმეტრიტ უნდა ფარავდეს კუს. არანაირი საჭიროება არაა უფრო ბევრი წყლის ჩასხმის. 
როგორც მოგეხსენებათ, კუ არის ქვეწარმავალი, რაც ავტომატურად მის ცივსისხლიანობას ნიშნავს. ამიტომ, ხმელეთზე ამოსასვლელის ზემოთ აუცილებელია ჩვეულებრივი ნათურის დაყენება, რომელიც გაათბობს კუს. 
აკვატერარიუმის გაფორმება შეიძლება ხის ტოტებით, რომელზეც თქვენი ჯავშნიანი მეგობარი დაისვენებს, ხელოვნური მცენარეებით, მოკლედ თითქმის ყველაფრით, რითიც თქვენ მოისურვებთ. მთავარია, წყალში არ იხსნებოდეს და წამლავდეს მას.
წყლის ტემპერატურა აკვატერარიუმში დღის განამვლობაში 24-27 გრადუსის ფარგლებში უნდა იყოს, ხოლო ღამე დაშვებია მისი 20 გრადუსამდე დაწევა. 
კვება არ წარმოადგენს პრობლემას. საკვების ძირითად ნაწილს ხორცეული უნდა შეადგენდეს. აჭმვენ თევზს (როგორც ცოცხალს, ასევე მაღაზიაში ნაყიდს), საქონლის ხორცის არაქონიან ნაწილს (თუმცა ძუძუმწოვრების ხორცი არც ისეთი იდეალური საკვებია, თევზეულისგან განსხვავებით) და სპეციალურ საკვების კუსთვის. რაციონის მრავალფეროვნებისთვის აძლევენ თევზის საკვებს (ბურთულების ან ჩხირების სახით), წყალმცენარეებს, რომელსაც დიდი სიამოვნებით მიირთმევს ყველა კუ. ზაფხულში დიდი სიამოვნებით მიირთმევენ ყველანაირ მწერებს, ასევე ლოკოკინებს და ობობებს. ჭიაყელების დიდი მოყვარულებიც არიან. კუს 2 წლამდე უნდა აჭამოთ დღეში ორჯერ დილა-საღამოს, ზდასრულ კუს 2-3 დღეში ერთხელ. 
 
user posted image
აკვატერარიუმის გაფორმების ერთ-ერთი მაგალითი

ცალკე შევეხები ჩვენი ქართული კუების თემას. ტროპიკული კუებისგან განსხვავებით, ბუნებაში საქართველოში მობინადრე კუები იძინებენ. აკვარიუმში მუდმივად მაღალ ტეპმერატურაზე ყოლის დროს შეიძლება უარი განაცხადონ ჭამაზე. ამ დროს საჭიროა წყლის ტემპერატურის ნელი დაწევა 10-15 გრადუსამდე და 1-2 კვირის შემდეგ ასეთივე ნელი ტემპებით მისი აწევა თავდაპირველ პარამეტრებამდე. როგორც წესი, ამის შემდეგ მათ უბრუნდებათ ჭამის მადა.
ასეთი ფართო რაციონი თავისთავად წყლის დაბინძურებას მოიაზრებს, ამიტომ საჭიროა კვირაში ერთხელ ან ორჯერ (წყლის დაბინძურებისთანავე) წყლის მოცულობის 20-30% ცვლა. წყალი აუცილებლად უნდა იყოს ნადგომი, ქლორის გარეშე, რომელიც საშინლად აზიანებს კუს თვალებს.
თბილ ამინდში ძალიან სასარგებლოა რამოდენიმე საათით აივანზე გაყვანა, სადაც კუ ულტრაიისფერი გამოსხივებას მიიღებს. მაგრამ ყურადღება მიაქცეით, რათა იგი არ გადახურდეს მზეზე.

კუები, რომლებიც საქართველოში გვხვდება გაყიდვაში არიან: 

წითელყურა კუ (trachemys scripta elegans), რომელიც ყველაზე პოპულარული წყლის კუა მთელს მსოფლიოში და წარმოშობით ამერიკელია (ფლორიდა და აშშ-ს სხვა სამხრეთი შტატები). დედალი იზდება 25-30 სმ,მ ამალი 20-25 სმ. ცხოვრობენ 50 წლამდე პირობების მიხედვით, აკვარიუმის მოცულობა ზრდასრული კუსთვის 200 ლ.-ზე მეტი. წყლის ტემპერატურა - 24-27 გრადუსი. 
 
კასპიური კუ (Mauremys caspica), საქართველოს მკვიდრი ბინადარი, საშუალო ზომა 25 სმ. აკვარიუმის ტევადობა 200 ლ.-ზე ზევით, წყალი (18-25 გრადუსი). სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 17-18 წელს შეადგენს.
 
ევროპული ჭაობის კუ (Emys orbicularis), საქართველოს კიდევ ერთი მკვიდრი ბინადარი, რომელიც იზდება 15-38 სმ.-მდე და ცოცხლობს 60 წლამდე. წყლის ტემპერატურა18-25 გრადუსი.
 

კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: zauri (24.01.2014) | ავტორი: ზაური
ნანახია: 13014 | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: