ზოომაღაზიაში თევზის არჩევის შემდეგ, იწყება ისეთი საპასუხისმგებლო პროცესი, რომელიც ამ თევზის ჩვენს აკვარიუმში გადაყვანას ეხება. უმრავლეს შემთხვევაში, დამწყები აკვარიუმისტები არ აქცევენ ყურადღებას ამ პროცედურას, რადგან უმნიშვნელოდ მიაჩნიათ და ეს ხშირ შემთხვევაში თევზის დაღუპვით მთავრდება. შემდეგ კი ზოომაღაზიის მიმართ პრეტენზია უჩნდებათ, ავადმყოფი თევზი მოგვყიდაო. ზოგჯერ კი საერთოდ უქრებათ სურვილი აკვარიუმის ქონის. ასეთ შედეგებამდე რომ არ მივიდეს საქმე, აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა: - პირველ რიგში , რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიყვანოთ შეძენილი თევზი სახლში, განსაკუთრებით წელიწადის ცივ პერიოდში. ეს მეტად თბილი წყლის თევზებს ეხება, რადგან, წყლის ტემპერატურა სწრაფად დაიწყებს დავარდნას , ხოლო ტემპერატურის არასტაბილურობა, ცუდად აისახება თევზის ჯანმრთელობაზე. ხოლო, თუ თევზის გადაყვანა უნდა მოხდეს შორ მანძილზე, მაშინ აუცილებელია გადასაყვან კონტეინერში ჩაიდოს ჟანგბადის კომპრესორი, უჟანგბადობით რომ არ დაიღუპოს თევზი. მსგავსი კომპრესორები, რომლებსაც არ სჭირდებათ დენის წყარო და მუშაობენ ელემენტებზე, იყიდება ზოომაღაზიებში. - სახლში მიყვანის შემდეგ, იწყება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი, თევზის აკვარიუმში სწორად გადაყვანის პროცედურა. ხშირად თევზს ზოომაღაზიაში სვამენ პარკში და ისე ატანენ მყიდველს. აკვარიუმისტი უნდა მოიქცეს შემდეგნაირად, ამ პარკს გაუხსნდელად ჩაკიდებს აკვარიუმში, რათა პარკში წყალი გაუთანაბრდეს აკვარიუმის ტემპერატურას. 5 წუთის შემდეგ ეს პარკი უნდა გაიხსნას და ჩაემატოს ცოტა რაოდენობით აკვარიუმის წყალი. დაახლოვებით ხუთ წუთში კიდევ უნდა ჩაემატოს უფრო მეტი წყალი, ხოლო მეორე ჩამატებიდან 5 წუთში, შეგვიძლია თევზი გავუშვათ აკვარიუმში, რადგან, იგი უკვე მიჩვეული იქნება აკვარიუმის წყლის ტემპერატურას და შემადგენლობასაც, შესაბამისად, არ დაემართება სტრესი ახალ გარემოში უცაბედად მოხვედრის გამო.
ამ პროცედურების დაცვის შემთხვევაში, ძალიან ნაკლებ შანსია თევზის სიკვდილიანობის და ჯანმრთელობის დასუსტების, რაც ასე ხშირია თევზის აკვარიუმის წყალთან შეუჩვევლად ჩასმის შემთხვევაში.
თევზების კვება (საკვების მიწოდების სიხშირე და რაოდენობა). საკვების მიმოხილვა
თანამედროვე აკვარიუმისტიკის (და არა მარტო თანამედროვესი) ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ეხება თევზების კვებას. რა, რამდენი და რამდენჯერ ვაჭამოთ ჩვენ ფარფლებიან მეგობრებს? დავიწყოთ მშრალი საკვების მიმოხილვით.
საკმაოდ ხშირად ბაზარზე გაყიდვაში შეგვიძლია ვნახოთ მშრალი დაფნია, რომელიც რეალურად ერთ-ერთი ყველაზე ცუდი საკვები არის. იმის გარდა, რომ არ გააჩნია თითქმის არანაირი კვებითი ღირებულება, მშრალი დაფნია არის ძნელად მოსანელებელი საკვები და აზიანებს თევზის კუჭს. ამიტომ, არასოდეს არ აჭამოთ ის თევზებს, როგორც არ უნდა გარწმუნებდეთ. პრაქტიკულად იგივე შეიძლება ითქვას გამშრალ გამარუსზე მშრალი დაფნია
გამშრალი დაფნიის და გამარუსის მსგავსად, გაყიდვაში საკმაოდ ხშირად არის ე.წ. ”ფარელა”, რომელიც მაღალკალორიულ, პროტეინებით სავსე საკვებს წარმოადგენს, რომელსაც პირველ რიგში სარეწაო თევზის ლიფსიტების სწრაფი გაზრდისთვის იყებენ. აკვარიუმისტიკაში იშვიათად იყებენ დიდი ამერიკული ციხლიდების ლიფსიტების გაზრდისთვის, თუმცა ზალიან არასასურველი ზრდასრული თევზის კვება ამ საკვებით, იმიტომ რომ გასუქებას იწვევს. მითუმეტეს, დღესდღეობით სპეციალური ფირმული ხარისხიანი საკვების საკმაოდ ფართო არჩევანი გვაქვს. განვიხილოთ რამოდენიმე. ”ფარელა”
ტეტრას მშრალი საკვები (Tetra, გერმანია)
ტეტრამინი (TetraMin) - უნივერსალური, ადვილად მოსანელებელი საკვები აკვარიუმის პრაქტიკულად ყველა თევზის სახეობისათვის. იყიდება ფერადი ფირფიტების სახით. ტეტრადისკუსი (TetraDiscus) - გრანულირებული საკვები დისკუსებისთვის, რომელსაც მშვენივრად მიირთმევს აკვარიუმის აბსოლუტურად ნებისმიერი თევზი. გრანულების მცირე ზომა ძალიან მოსახერხებელია მცირე ზომის თევზების კვების დროს. ტეტრაციხლიდი (TetraCichlid) - მაღალხარისხიანი ძირითადი საკვები დიდი ზომის მტაცებელი თევზებისთვის. საკმაოდ მაღალკალორიული და ასევე მცენარეული დანამატების შემცველი საკვები. იბერება წყალში დალბობისას, ამიტომ ჭმევის წინ მიზანშეწონილია ტეტრაციხლიდის წინასწარი დალბობა. ტეტრაციხლიდი ასევე წარმოადგენს მშვენიერ საწყის საკვებს ციხლიდების უმეტესობის და ცოცხალმშობიარე თევზების ლიფსიტებისთვის. უშვებენ როგორც სტიკების, ასევე ფირფიტების სახით, თუმცა ჩვენთან მხოლოდ სტიკების სახით იშოვება. ტეტრაპრო ვეჯითეიბლი (TetraPro Vegetable) - მაღალხარისხიანი მცენარეული საკვები სპირულინას მაღალი შემცველობით. წარმოადგენს ძირითად საკვებს მცენარეჭამია თევზებისთვის (ძირითადად აფრიკული ციხლიდებისთვის) და დამატებით საკვებს სხვა თევზებისთვის. უშვებენ ფირფიტების სახით. აუმჯობესებს საჭმლის მონელების სისტემის ფუნქციონირებას ტეტრაპრო ქოლორი (TetraPro Colour) - უნივერსალური საკვები, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თევზის ბუენბრივი შეფერილობის გამკვეთრება. შეიცავს ბუნებრივ მღებავ ნივთიერებებს და ფაქტიურად წარმოადგენს ტეტრარუბინის (TetraRubin) გაუმჯობესებულ ვარიანტს. იყიდება ფირფიტების სახით.
ტეტრა პლეკომინი (Tetra Plecomin) - ტაბლეტების ფორმის მქონე მცენარეული საკვები ფსკერის თევზებისთვის.
საკვების მიწოდების სიხშირე და რაოდენობა
ინტერნეტში და ძველ ლიტერატურაში საკმაოდ ხშირად მოიხსენიება, რომ მიწოდებული საკვების რაოდენობა უნდა განისაზღვრებოდეს 5 წუთის განმავლობაში შეჭმული ოდენობით, რაც რეალობასთან ძალიან შორს არის. 5 წუთში თევზი შეჭამს ბევრად მეტს ვიდრე მას რეალურად სჭირდება. რადგან არ აქვთ ზომიერების გრძნობა. მიწოდებული საკვების რაოდენობა და სიხშირე პირდაპირ დამოკიდებულია თევზების ზომაზე და მათ რაოდენობაზე. რეალურად მიწოდებული საკვები უნდა იჭმეოდეს 20 მაქსიმუმ 60 წამის განმავლობაში. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თევზი ჯობია ოდნავ მშიერი იყოს, ვიდრე გამაძღარი (ეს წესი მხოლოდ ზრდასრულ თევზს ეხება). ზრდასრულ თევზს დღეს 1-2ჯერ აჭმევენ, კვირაში ერთხელ კი ე.წ. განტვირთვის დღეს უტარებენ, ანუ ამ დროს საერთოდ არ აჭმევენ. ლიფსიტებს რაც შეეხება, ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის მათ ყოველდღიური კვება სჭირდებათ, დღეში 3-4ჯერ, მთლად უკეთესი იქნება თუ 5ჯერაც აჭმევთ. ლიფსიტების ზრდასთან ერთად იკლებს ჭმევის სიხშირეც. გამოცდილების დაგროვებასთან ერთად თქვენ უკვე თავისუფლად შეძლებთ საკვების რაოდენობის განსაზღვრა. კიდევ ერთი ასპექტი, რომელსაც უნდა შევეხო, არის ცოცხალი საკვები, რომელიც თევზების ლიფსიტების უმეტესობის სრულფასოვანი კვებისთვის აუცილებელი თუ არა, ძალიან სასურველია.
ცოცხალი საკვები. მათი სახეობები, დამუშავება და შენახვა
ცოცხალი საკვები - ძირითადი საკვების მნიშნველოვანი დანამატია, რომელიც ლიფსიტების სწრაფ და ჯანსაღ ზრდას ხელს უწყობს, ხოლო ზრდასრულ თევზს გამრავლებისკენ უბიძგებს. არსებობს ცოცხალი საკვების საკმაოდ ბევრი სახეობა, ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ ძირითადებს.
მოტილი, არის სხვა არაფერი გარდა კოღოს რამოდენიმე სახეობის ჭუპრისა. ბუნებაში მოტილი ბინადრობს და გადის განვითარების სტადიებს ტბების ან ტბორების შლამში ჩამარხული, წყლის ზედაპირზე კი მხოლოდ ჰაერის პორციისთვის ამოდის. ყიდვის შემდეგ, საჭიროა მისი დამუშავება. ვრეცხავთ მარგანცოვკის რბილ ხსნარში, შემდეგ უბრალო წყალში, ვაქცევთ წყალს ხოლო მოტილს ჭურჭელზე ბრტყელ ფენად ვშლით. უცებ მაცივარში საყინულეში შევდებთ და ველოდებით სრულ გაყინვას. სწორედ გაყინულ მდგომარეობაში და არა ცოცხლად ინახება მოტილი. თევზების ჭმევის წინ, მოვტეხავთ გაყინული მასიდან პატარა ნატეხს, ვაგდებთ თბილი წყლით სავსე ჭურჭერლში და ყინულის დადნობას ველოდებით, რის შემდეგ გადავაქცევთ წყალს, ხოლო მოტილს უკვე თამამად ვაჭმევთ თევზს. მოტილს თევზს კვირაში 3-4ჯერ
ტრუბოჩნიკი - მცირეჯაგრიანი ჭიების წარმომადგენელი, რომელიც ბინადრობს ორგანული ნივთიერებით მდიდარ ადგილებში (ანუ დაბინძურებულ ადგილებში, მაგალითად კანალიზაცია). მოტილისგან განსხვავებით, ტრუბოჩნიკის გაყინვა არ შეიძლება და მისი შენახვა ხდება ცოცხალ მდგომარეობაში. ასე რომ მისი შენახვის ვადა უსასრულობას უდრის. ყიდვის შემდეგ ტრუბოჩნიკს ვათავსებთ ოდნავ მაღალ ჭურჭელში და ვდებთ ონკანიდან ოდნავ მოშვებული გამდინარე წყლის ქვეშ. წყალი მოშვებული უნდა იყოს დღეში 24 საათის განმავლობაში, თუმცა ღამეს გადაკეტვა შეიძლება, მაგრამ დილაობით ჭურჭელტან მიახლოებისას ჯობია არ ისუნთქოთ biggrin.gif სანამ დავიწყებდით თევზებისთვის ტრუბოჩნიკის ჭმევას მინიმუმ 1 კვირა უნდა გავიდეს. იმის გაგება, გასუფთავდა თუ არა ჭია მისი ფერით შეიძლება. ახალი ნაყიდი, ათასი ნაგვის ნაჭამი ტრუბოჩნიკი მუქი შინდისფერის არის, ხოლო კუჭგასუფთავებული - ღია ვარდისფერი. სწორედ როდესაც ღია ვარდისფერ შეფერილობას მიიღებს, მაშინ შეგიძლია გაახაროთ თქვენი თევზი ტრუბოჩნიკით. ერთი შენიშვნა: თუ მოტილის ჭმევა თითქმის ყველა თევზისთვის შეიძლება, კატეგორიულად აკრძალული ტრუბოჩნიკის ჭმევა აფრიკული ტბების ციხლიდებისათვის. მოტილის მსგავსად, ტრუბოჩნიკი უნდა მიეწოდებოდეს ძირითადი საკვების დანამატის სახით.
დაფნია - წვრილი, თვალისთვის ოდნავ შესამჩნევი ზოოპლანქტონი. მშვნიერი საკვები მცირე და საშუალო ზომის აკვარიუმის თევზებისთვის. არ ესაჭიროება არანაირი დამუშავება, ინახება ცოცხლად, წყლით სავსე აკვარიუმით. აკვარიუმიდან ამოყვანა და საერთოდ დაჭერა ბუნებაში (ბინადრობს დროებით დატბორილ ადგილებში) ხდება წვრილი ბადეთი. მოტილისა და ტრუბოჩნიკისგან განსხვავებით შეიძლება მისი ყოველდღიური ჭმევა თევზების უმეტესობისთვის.
აკვარიუმის ფილტრები და ფილტრაციის ტიპები
პირველი ნაწილი
არსებობს აკვარიუმის ფილტრების 2 ძირითადი ტიპი, შიდა და გარე. გარე ფილტრები კიდევ თავის მხრივ იყოფა 2 ტიპად, კანისტრული და აკვარიუმის კედელზე ჩამოსაკიდი (შემოკლებით ჩამოსაკიდი). როგორც სახელებიდან ჩანს მათ შორის განსხვავება ისაა, რომ შიდა ფილტრები მოთავსებულია აკვარიუმში, ხოლო გარე დგება ან ეკიდება აკვარიუმის გარეთ. შიდა ფილტრების ერთადერთი პლიუსი არის მათი ფასი, ისინი საკმაოდ იაფია და დამწყები აკვარიუმისტისთვის გამოდგება, თუმცა როგორც ფილტრი ის საკმაოდ სუსტია, პატარა ზომების გამო მისი ფუნქციები შეზღუდულია და ძირითადად ანხორციელებს აკვარიუმის მხოლოდ მექანიკურ ფილტრაციას. ზოგიერთ მოზრდილი ზომის შიდა ფილტრებს აქვთ საშუალება ჩაემატოს ქიმიური ან/და ბიოლოგიური ფილტრაციის ელემენტები, თუმცა მათი ეფექტურობა მაინც საკმაოდ დაბალია. გარდა ამისა შიდა ფილტრის მოვლაც გარკვეულ წილად რიგ უხერხულობებს იწვევს, გასაწმენდად აუცილებელი ხდება ფილტრის გათიშვა, აკვარიუმიდან ამოღება, ამ დროს ფილტრში დაგროვილი ნაგავის ნაწილი ისევ აკვარიუმში ვარდება. შემდეგ ფილტრი უნდა დაიშალოს, (ზოგი საკმაოდ რთულად იშლება), გაირეცხოს, აეწყოს და დაბრუნდეს აკვარიუმში. ეს პროცესი ხშირად თევზების შეშინებას და მცირე სტრესსაც კი იწვევს, რაც თავის მხრივ არასასურველია. მოკლედ შიდა ფილტრის ერთადერთი პლიუსი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მათი ფასია.
მეორე ნაწილი
ეხლა განვიხილოთ გარე ფილტრები, რომლებიც როგორც უკვე აღვნიშნეთ იყოფა 2 ტიპად, კანისტრული და ჩამოსაკიდი. ორივე ფილტრი საკმაოდ ეფექტურია და მათ ადვილად შეუძლიათ განახორციელონ როგორც მექანიკური, ასევე ბიოლოგიური და ქიმიური ფილტრაცია, მიუხედავად ამისა კონსტრუქციულად მათ შორის განსხვავება საკმაოდ დიდია, ჩამოსაკიდი მაგრდება აკვარიუმის კედელზე გარედან, ხოლო კანისტრული თავსდება აკვარიუმის გვერდით ან ქვეშ და მისი აკვარიუმთან დაკავშირება ხდება სპეციალური მილებითა და შლანგებით, რომელიც კომპლექტშიI მოყვება. ასევე დიდი სხვაობაა მათ ფასში, ჩამოსაკიდი ფილტრები შედარებით იაფია, კანისტრულები საკმაოდ ძვირი ღირს. თუმცა ისინი თავის ფასს ამართლებენ და ყველა პროფესიონალი აკვარიუმისტი ცდილობს აუცილებლად იქონიოს კანისტრული ფილტრი, რომელიც ძალიან მაღალეფექტურია და მოსავლელადაც ადვილია. კერძოდ ამ ფილტრის გარეცხვის საჭიროება დგება მხოლოდ რამდენიმე თვეში ერთხელ. მაგრამ თავად გარეცხვის პროცესი არც ისე მარტივია, უნდა გაითიშოს ფილტრი, მოეხსნას თავი, ამ დროს შესაძლებელია წყლის დაღვრა, ამიტომ უმჯობესია სანამ თავი აეხდება ფილტრი რაიმე ჭურჭელში ჩაიდოს. შემდეგ მიგაქვთ ფილტრი სააბაზანოში, დაშლით მას, გარეცხავთ, საჭიროების შემთხვევაში შეცვლით მფილტრავ ელემენტებს, აწყობთ და აბრუნებთ პირვანდელ ადგილას, საბედნიეროდ ამის კეთება ხშირად არ გიწევთ. სწორედ შერჩეული ფილტრის სიმძლავრისა და თევზების ზომიერი რაოდენობით დასახლებულ აკვარიუმშI შეიძლება კანისტრული ფილტრის გარეცხვა 1 წელიც კი არ გახდეს საჭირო. ჩამოსაკიდი ფილტრი მართალია თავისი ეფექტურობით კანისტრულს ჩამოუვარდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რო ის დაკისრებულ მოვალეობას ცუდად ასრულებს, ასეთი ფილტრის უდიდესი პლიუსია მისი გაწმენდის სიმარტივე, ამისათვის საჭიროა მხოლოდ ახადოთ ფილტრს სახურავი, ამოიღოთ კარტრიჯი(ები), მიიტანოთ ონკანთან გარეცხოთ და დააბრუნოთ თავის ადგილას, მართალია ამის კეთება კვირაში ერთხელ მოგიწევთ, მაგრამ პროცესი იმდენად მარტივია რომ ნამდვილად არ შეგაწუხებთ და მხოლოდ 2-3 წუთს დაგაკარგინებთ.
ფილტრაციის ტიპები
არსებობს აკვარიუმის ფილტრაციის ძირითადი 3 ტიპი, ესენია, მექანიკური, ბიოლოგიური და ქიმიური. მექანიკური ფილტრაციის დანიშნულებაა აკვარიუმის წყლიდან მოაცილოს მასში მოცურავე სხვადასხვა ნაწილაკები, მექანიკური ფილტრაცია ხორციელდება სპეციალური ღრუბელით, რომელშიც იჭედება წყლის სხვადასხვა მექანიკური მინარევები, ხოლო გასუფთავებული წყალი ისევ ბრუნდება აკვარიუმში. მაგრამ ასეთი ფილტრაცია აკვარიუმისთვის საკმარისი არ არის, გარდა მექანიკური მინარევებისა წყალშI არის უამრავი ქიმიური მინარევებიც, რომლების მოცილებაც ხდება ბიოლოგიური და ქიმიური ფილტრაციის შედეგად და/ან აკვარიუმის წყლის შეცვლით. წყლის შეცვლა ხდება კვირაში ერთხელ, არაუმეტეს აკვარიუმის მოცულობის 1/3-ისა. რას წარმოადგენს ბიოლოგიური ფილტრაცია, აკვარიუმში დროთა განმავლობაში გროვდება საკმაო რაოდენობით ბიოლოგიური ნარჩენები, ისენი წარმოიქმნება თევზების ცხოველქმედების პროდუქტების გამოყოფის შედეგად, ასევე საჭმლის ნარჩენების ლპობის გამო. წარმოქმნილი პროდუქტი ძირითადად არის ამიაკი, ნიტრიტები და ფოსფატები, ამიაკი და ნიტრიტი საკმაოდ მომწამლავი ნივთიერებებია და აუცილებელია მათი სწრაფი ნეიტრალიზაცია. ამისათვის გამოიყენება ბიოლოგიური ორგანიზმები, კერძოდ კი ბაქტერიები, აქედან მოდის ფილტრაციის ტიპის დასახელებაც (ბიოლოგიური). ეს ბაქტერიები სახლდებიან აკვარიუმის კედლებზე, გრუნტში, ნებისმიერ სხვა ზედაპირზე, მათი ნაწილი ცხოვრობს უშუალოდ წყალში და მათ საკვებს წარმოადგენს ამიაკი და ნიტრიტი, შედეგად ბაქტერიები გადაამუშავებენ ამ პროდუქტებს და ვღებულობთ გაცილებით ნაკლებად ტოქსიკურ ნივთიერებას, ნიტრატს. თუმცა აკვარიუმში მცხოვრები ბაქტერიების რაოდენობა ხშირ შემტხვევაში საკმარისი არ არის, ამისათვის შეიქმნა ბიოლოგიური ფილტრაციის ელემენტები, როგორიცაა ბიო კერამიკა, "ბიობურთები" სინტეპონი, ამ ელემენტების ერთადერთი დანიშნულებაა ბაქტერიებისათვის საჭირო საცხოვრებელი ფართის გაზრდა, მიუხედავად იმისა რო ისინი მოცულობით საკმაოდ პატარა ადგილს იკავებენ, მათი ზედაპირი არის ფორებიანი რაც საკმაოდ ზრდის მათ ზედაპირულ ფართს და შესაბამისად ამ ფართზე მეტი ბაქტერია სახლდება. მეტი ბაქტერია კი მეტ განეიტრალებულ ნიტრიტსა და ამიაკს უდრის. მაშ ასე, ქიმიური ფილტრაციით ჩვენ გავანეიტრალეთ ისეთი საშიში საწამლავები როგორიცაა ამიაკი და ნიტრიტი, თუმცა აკვარიუმში კვლავ გვრჩება ბიოფილტრაციის შედეგად წარმოქმნილი ნიტრატები და თევზების ცხოველქმედების შედეგად წარმოქმნილი ფოსფატები. რომლებიც თავის მხრივ შხამი არაა მხოლოდ დაბალი კონცენტრაციისას, თუ მათი კონცენტრცია გარკვეულ ზღვარს გადასცდება ისინიც საკმაოდ საშიში ხდებიან, ამიტომ აუცილებელია აკვარიუმიდან მათი მოცილებაც. ამისათვის კი გამოიყენება 2 მეთოდი, წყლის ნაწილობრივი ცვლა რეგულარულად და ქიმიური ფილტრაცია. ქიმიური ფილტრაცია ტავი სმხრივ ხორციელდება ფილტრში ჩამატებული ქიმიური ფილტრაციის ელემენტებით, ესენია აქტივირებული ნახშირი, ცეოლიტი და სპეციალურად ნიტრატებისა და ფოსფატების მოსაშორებლად შექმნილი ქიმიური ღრუბელი. მათი მოქმედების პრინციპებზე აქ არ შევჩერდებით, თუმცა ისინი საკმაოდ ეფექტურად ასუფთავებენ თქვენს აკვარიუმს ზემოთ აღნიშნული ქიმიური მინარევებისაგან. ასეთი ფილტრაციის ელემენტების და პლიუს წყლის კონდენციონერის გამოყენებისას თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ აკვარიუმის წყლის ცვლის საჭიროება. თუმცა გაგეზრდებათ აკვარიუმის შენახვის მიმდინარე ხარჯები.
|