ცხოველთა სამყარო
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ჩემი სტატიები [16]
თქვენი სტატიები [1]
ძებნა
საათი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
ონლაინშია სულ: 1
სტუმრებიდან: 1
მომხმარებლებიდან: 0
მომხმარებლები
სტუმრები
მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

ცხოველთა ბედი საქართველოში
არამც და არამც...არ მოგიწოდებთ შეიყვაროთ ცხოველები... ვერავის აიძულებ უყვარდეს ვინმე ან რამე... ისე კი... რა დეფიციტია სიყვარულის ამ სამყაროში, არა? გიყვარდეს ადამიანი, სამშობლო, ხელოვნება, კულტურა, ბუნება, ცხოველი. განსაკუთრებული ნიჭია, უფლისაგან ბოძებული. მაგრამ... ჩვენ სიყვარულზე არ ვლაპარაკობთ. საქმე გვაქვს ქართულ პარადოქსთან. მოყმის დედა ვეფხვის დედასთან მიდის, რომ შვილები ერთად დაიტირონ... ჩვენებურ ქართულ ხალხურ ლექსში... ლექსში ვეფხვისა და მოყმისა... რა ღია იყო ბუნების მიმართ ვაჟა ფშაველა. ჩვენ ხომ შვლის ნუკრის ნაამბობზე გავიზარდეთ. არც თუ დიდი ხნის წინ დაიწერა ნოდარ დუმბაძის `ძაღლი~. დღეს კი... მასმედია მაწანწალა ძაღლების საშიშროებაზე გვაუწყებს. ბიუჯეტიდან გამოიყოფა საშიშროების ადექვატური თანხები. დიდძალი. სალიკვიდაციოთ. `თავმდაბალი კრიშების~ ჩრდილში ძაღლის იაფ ხორცზე და ტყავეულზე თბება ვიღაცის ხელები. მოსახლეობას აშინებენ ცოფი მოდის, ლეიშმანიოზი მოდისო. ცოფის აცრა ადამიანისათვის ფასიანი გახადეს საქართველოში. მსოფლიოში ერთადერთ ქვეყანაში. საინტერესოა ცოფით თუ მოკვდა ვინმე, ძაღლი იქნება დამნაშავე, თუ ჯანდაცვის სამინისტრო? სოციალურ კრიზისამდე მისული მოსახლეობის აგრესიას ცხოველებისაკენ მიმართავენ. დროულად, მიზანდასახულად და სარფიანად. ისევ ირიცხება ფული, იქმნება სალიკვიდაციო ბრიგადები, კლინიკაც კი... ცნობისათვის, ე.წ. #1 კლინიკა ცივილური, ევროპული, ჰუმანური, კანონმდებლობაში ჩადებული(?!) ან ჩასადები მოთხოვნების გათვალისწინებით ანადგურებენ `მაშებით~ დაჭერილ ძაღლებს ისე, რომ ერთ დღესაც არ აცლიან პატრონს საკუთარი ძაღლის მოძებნას. კლინიკა თვალთმაქცობაა. ვიღაცისათვის ძალზე მომგებიანი. ხალხი ხო ჭამს ამ ინფორმაციას და ძაღლის ხორცის ძეხვეულს. მერიამ გამოაცხადა- #1 კლინიკაში ცხოველებს ევთანაზია უკეთდებაო. იცით რა არის ევთანაზია? ეს გახლავთ პიროვნების ჰუმანური საშუალებით მოკვდინება მასთან შეთანხმებით, მისი თანხმობით, წვალების შეწყვეტის მიზნით. ცოტა შეუსაბამობაა არა? მერიის მესვეურებთან შეთანხმებით, მაშებით დაჭერილი ძაღლების თანხმობით, მათ ასალმებენ სიცოცხლეს. კარგით რა! ვინ უწიგნურებს ვაბოლებინებთ თავს? ერთმა მენაგვემ კანონმდებლობაშიც მოსინჯა თავი, ამბობენ... მორიგი ქართული პარადოქსი საქართველოში ცხოველი ნაგავია. ზოგისთვის უფასო ნედლეული. ზოგისთვის სადისტური გართობის ობიექტი. ყველაფერი ეს კი შესაძლებელია იმიტომ, რომ ქვეყანაში, რომელიც ასე ისწრაფვის ევროპულ, დასავლურ, დემოკრატიულ, ცივილიზირებულ სივრცეში ინტეგრაციისათვის კანონმდებლობაც კი არ არსებობს ცხოველის დასაცავათ. შესაფერისად მოჰკალი, აწვალე, რამდენიც გინდა, ყველაფერი გაგივა, შეგრჩება. ინგლისელები ამბობენ თუ გინდა გაიგო, რას წარმოადგენს ადამიანი, დაუკვირდი, როგორია ის ფულთან, საწინააღმდეგო სქესთან და ცხოველთან ურთიერთობაში. ამ კრიტერიუმით, ცხადია ქვეყანასაც შეიძლება მივუდგეთ და ... რა საშინელებაა საქართველო!!! ცხოველების ბედს ყველა შექმნილ ვითარებაში წყვეტენ ისინი, ვისაც სძულთ ცხოველები. იმათი აზრი კი ვისაც ცხოველებზე გული შესტკივა მხედველობაში არ მიიღება. მენტალიტეტია ასეთი, რას იზამ! და იხოცებიან ცხოველები... უსასტიკესად, წვალებით. ამაზე მთელი ინდუსტრიაა აგებული. ვიღაცას უთქვამს: `ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია! ...~ ისევ გიმეორებთ, მე არ მოგიწოდებთ გიყვარდეთ ცხოველები... არა! ბუნება ძალადობაზე ძალადობითვე პასუხობს. არასწორი მტაცებლური ეკოპოლიტიკის გამო ჩვენ ვართ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე. რაც მეტს ხოცავ, მით მეტი იბადება. ეკოსისტემის დაბალანსება საჭიროა ჰუმანური გზებით. სისტემა კი ხარბი უვიცების ხელშია. სწორედ მათ დასჯის ბუნება. ძალადობა კი ძალადობას წარმოშობს. ბუნებას თავისი კანონები გააჩნია. ასევე სასტიკი. ნუთუ ვერ გრძნობთ, რომ საქართველოს სივრცე სავსეა აგრესიული ენერგიით, ყველა ცოცხალი არსების, ადამიანის თუ ცხოველის წვალება, ტკივილი ამ სივრცეში რჩება უარყოფით, აგრესიულ ენერგიად, მძიმე ენერგიად, რომელიც ერთხელ შეგვიწირავს. შეიძლება ეს ვიღაცას აწყობს? რა ვთქვა დასასრულს? ალბათ ის დამრჩენია, კიდევ ერთხელ შევევედრო უფალს, გადაარჩინოს ეს ქვეყანა მოძალებული სისასტიკისაგან და ძალიან ვთხოვო ღვთის მსახურებს, იმათ, ვისი სიტყვაც უფრო აღწევს ადამიანის სულებს, გაიღონ მოწყალება და თავის ქადაგებებში შეაწიონ სიტყვა ჩვენს გვერდით მყოფ, ძალიან დიდ გასაჭირში მყოფ ცხოველებს, ისინიც ხომ უფლის ქმნილებები არიან! ალბათ როდისმე მოგიკრავთ ყური `წყევლა მხეცისა~. აპოკალიფსში იხსენიება. ხო და ნუ ვიზამთ ისე, რომ ჩვენ ან ჩვენ შთამომავალთ წამოეწიოს ტანჯული ცხოველის წყევლა. მომაკვდავი ცოცხალი არსების ხრიალი: წყეულიმც იყოს!
კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: zauri (13.01.2014) | ავტორი: ზაური
ნანახია: 1045 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: