შავარდენი
შავარდენი მოიპოვება თითქმის მთელ მსოფლიოში, არ გვხდება მხოლოდ ციმბირში, სამხ. ამერიკის პამპასებსა და ცენტრ. ავსტრალიაში.
საქართველოში გვხდება ყველგან როგორც მობუდარი ფრინველი. ვერტიკალურად აღწევს 3400 მ - მდე.
ბინადრობს ტყეში, ზოგჯერ კლდოვან ადგილებში. ბუდეს არ იშენებს. ადამიანის სამოსახლოს ერიდება.ზედა ნისკარტზე აქვს ბასრი კბილაკი. ფრთები გრძელი და ვიწროა, შებუმბლვა მჭიდრო. სხეულის სიგრძე 21-50 სმ აღწევს. მარტის დამლევს დებს 2 – 3 კვერცხს კლდის ნაპრალებში, ნიადაგზე, სხვა ფრინველების მიტოვებულ ბუდეებში. კრუხობა გრძელდება 40 დღემდე. ბარტყების კვებაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს მამალი, რომელიც მათ ნისკარტით უზიდავს ნანადირევს. საკვებს შეადგენენ მცირე ზომის ფრინველები. ზოგჯერ თავს ესხმის გარეულ იხვსა და გარეულ ბატს.
სარეწაო ფრინველების განადგურებით უმნიშვნელო ზიანი მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.მსხვილ შავარდენს (შავარდენი, სონღული) ბაზებად იყენებდნენ. გვარში 36 სახეობაა, მათ შორის საქართველოში გვხვდება 8: ველისა და ჩვეულებრივი კირკიტები, ალალი, თვალშავი, მარჯანი, ბარი, შავარდენი და წითელთავა შავარდენი.