ცხოველთა სამყარო
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ცხოველთა ფოტო მასალები [5]
ფრინველთა ფოტო მასალები [2]
სხვა ფოტო მასალები [2]
ძებნა
საათი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
ონლაინშია სულ: 1
სტუმრებიდან: 1
მომხმარებლებიდან: 0
მომხმარებლები
სტუმრები
მთავარი » ფოტოალბომი » ცხოველთა ფოტო მასალები » ზღვის ლომი

ზღვის ლომი

ზღვის ლომი — ყურებიან სელაპისებრთა ოჯახის 5 სახეობის ზოგადი სახელწოდება. სქესმწიფე მამლის სიგრძე 2-3,6 მ აღწევს, წონა 200-1250 კგ-მდე, დედლისა — 1,8-2,8 მ, 90-400 კგ. სხეული დაფარული აქვთ თითქმის ერთფეროვანი (ღია რუხიდან ყავისფრამდე) ბალნით. ხუთივე სახეობა სხვადასხვა გვარს ეკუთვნის. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში — კალიფორნიიდან მექსიკამდე, გალაპაგოსის კუნძულებთან და იაპონიის ზღვაში, აგრეთვე სამხრეთ ნახევარსფეროში. ყველა ზღვის ლომი პოლიგამიური ცხოველია. ცხოვრობენ ჯოგებად. ზაფხულ-შემოდგომაზე გროვდებიან თავშესაყარ ადგილებში (კუნძულებზე), სადაც მრავლდებიან, კვებავენ ნაშიერს, იქვე მოითავებენ განგურს. დანარჩენ დროს ზღვაში ატარებენ. ზღვის ლომის რეწვის ძირითადი პროდუქტებია კანქვეშა ცხიმი და ტყავი. კალიფორნიულ ზღვის ლომს (Zalophus celifornianus) ხშირად ცირკისათვის წვრთნიან.
In real size 600x371 / 144.5Kb
1116 0 5.0

Added 17.01.2014 zauri

სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: